პარლამენტის თავმჯდომარემ საშობაოდ იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის ონკოპაციენტები მოინახულა. შალვა პაპუაშვილმა, პარლამენტის სახელით, პატარებს შობა-ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
პარლამენტის ახლად არჩეულ სპიკერთან ერთად იმყოფებოდა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეც. იაშვილის კლინიკის ონკო-ჰემატოლოგიურ დეპარტამენტში ამჟამად 30 ბავშვი მკურნალობს.