საშობაო "ალილო" პანდემიის გამო წელსაც ფეხით მსვლელობის გარეშე ჩატარდება. ქრისტესშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 2 საათზე მსვლელობა ავტომანქანებით დაიწყება. სასულიერო პირები მრევლს ნაკურთხი წყლით და გალობით მიულოცავს შობას.
მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში, ქრისტესშობის სამადლობელო პარაკლისით დასრულდება.