20 ნოემბერი 2024,   13:25
ვრცლად
ნიკა მელიამ მრავალშვილიანი ოჯახი მოინახულა

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ზუგდიდის რაიონში, სოფელ რუხში, სოტკილავების ოჯახს ესტუმრა. ოჯახს საცხოვრებლის პრობლემა აქვს, მელიას თქმით, მრავალშვილიანი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი მხოლოდ სოციალური დახმარებაა. ნიკა მელიამ სოტკილავების ოჯახს შობის დღესასწაული მიულოცა.

"პატივი მხვდა წილად ვყოფილიყავი ამ არაჩვეულებრივი ანგელოზების სტუმარი. ვეცადეთ გაგვეფერადებინა პატარების ცხოვრება ჩვენი ყურადღებით. მინდა გავიდეს წლები და მრავალი წლის შემდეგ კარგად მოვიგონოთ. გამდიდრებული მივდივარ ამ ოჯახიდან, ვინაიდან ჩემი აზრით ყველაფერი წარმავალია, თანამდებობა, სიმდიდრეც, მდგომარეობაც და თუკი რამე არის მდგრადი ეს არის ურთიერთობა,"- აცხადებს  ნიკა მელია.

დღის ამბები