ქუთაისის აეროპორტში ყაზახეთის მიმართულებით დღეს დაგეგმილი რეისები გაუქმდა. ატირაუსა და აქტაუს მიმართულებით ფრენები გაურკვეველი დროით გადაიდო.
მგზავრების ნაწილმა აეროპორტი უკვე დატოვა, ისინი სასტუმროებში გადაიყვანეს. მათი თქმით, ყაზახეთში კომუნიკაცია გართულებულია და არ იციან, როდის შეძლებენ დაბრუნებას.