20 ნოემბერი 2024,   13:13
ვრცლად
"მესამე პრეზიდენტს მინდა რომ მივულოცო შობის დღესასწაული" - მიტროპოლიტი ნიკოლოზი მიხეილ სააკაშვილს ციხეში სტუმრობს

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის მოსანახულებლად ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი მივიდა. როგორც მან საპატიმროში შესვლამდე მედიასთან განაცხადა, მისი მიზანი შობის დღესასწაულის მილოცვაა და ამ მისიით ის უკვე იმყოფებოდა ავჭალის არასრულწლოვანთა დაწესებულებაშიც:

"რა მიზნით უნდა მოვინახულო?! რომ მივულოცო შობის დღესასწაული. მე მარტო აქ არ მოვდივარ, ახლა მოვდივარ ავჭალის არასრულწლოვანთა დაწესებულებიდან. საერთოდ, ყოველ შობას და ახალ წელს, მე პირადად დავდივარ ხოლმე, ყველასთან ვერ მივალ, მაგრამ გარკვეულ კატეგორიას ვულოცავ ხოლმე ამ დღესასწაულებს. ვსარგებლობ შემთხვევით, რომ მაქვს ამის უფლება და მესამე პრეზიდენტს მინდა რომ მივულოცო შობის დღესასწაული," - განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

დღის ამბები