კრიმინალურმა დაჯგუფებამ 2 ჰაიტელი ჟურნალისტი ცოცხლად დაწვა.
როგორც ჰაიტის ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ CNN-ს განუცხადა, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, მათ ჟურნალისტები შეიარაღებულმა ბანდიტებმა ცოცხლად დაწვეს.
წყაროს ინფორმაციით, თავდასხმის მოტივი და სხვა დეტალები უცნობია.
ხშირი თავდასხმები დედაქალაქში ძალადობის ფაქტებისა და უსაფრთხოების ზომების გაუარესების ფონზე ხდება.