თბილისში ალილოს მსვლელობა მიმდინარეობს. პანდემიის გამო წელსაც საშობაო ალილო წელსაც ტრადიციული ფეხით მსვლელობის გარეშე ტარდება. მოქალაქეებს მღვდლები დღესასწაულს მანქანებიდან გალობითა და ნაკურთხი წყლით ულოცავენ. მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში, ქრისტესშობის სამადლობელო პარაკლისით დასრულდება.
შობის დღესასწაული მოსახლეობას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მიულოცა. პაპუაშვილი შობას, ასევე, ულოცავს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ მართლმადიდებლებსა და საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს ყველა მოქალაქეს.
"ვულოცავ შობას, ყველას ვინც 7 იანვარს აღნიშნავს შობის დღესასწაულს. ვუსურვებ, რომ იყოს ჯანმრთელი, ბედნიერი თავის ოჯახთან ერთად და ჰქონდეს ის სიხარული, რომელსაც ასეთი დღეები განიჭებს ჩვენ,"-შალვა პაპუაშვილი.
შობა მოსახლეობას მიულოცა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ :
"ეს არის სიყვარულის, განახლების, სიკეთის და მომავლის დიდი იმედის დღე. შესაბამისად დღეს მონაწილეობას ვღებულობთ ალილოს ღონისძიებაში. დღეს ცოტა განსხვავებული ფორმატია პანდემიიდან გამომდინარე,"- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.