მსოფლიოში მართლმადიდებელი ქრისტიანები შობის დღესასწაულს აღნიშნავენ. ბეთლემში, მაცხოვრის შობის ტაძარში საშობაო წირვა იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა აღავლინა. დღესასწაულს ქალაქში საზეიმო მსვლელობით აღნიშნავენ.
კოვიდშეზღუდვების გამო, ტაძარში შედარებით ნაკლები მომლოცველი შეიკრიბა. დღეს შობას აღნიშნავენ ასევე, სერბეთში, რუსეთსა და უკრაინაში. 7 იანვარი მნიშვნელოვანი დღეა ასევე ეგვიპტელი კოპტი მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვისაც. საკათედრო ტაძარში ეგვიპტის პრეზიდენტიც მივიდა. აღსანიშნავია, რომ ქრისტიანები ეგვიპტის მოსახლეობის დაახლოებით 10%-ს შეადგენენ.