20 ნოემბერი 2024,   13:39
ვრცლად
შობის დღესასწაული - მეორე წელია საშობაო ალილო განსხვავებული ფორმით ტარდება

უკვე მეორე წელია საშობაო ალილო განსხვავებული ფორმით ტარდება. გასული წლის მსგავსად, ტრადიციული ალილოს მსვლელობა დღესაც განსხვავებულად, მრევლის მონაწილეობის გარეშე ჩატარდა. სასულიერო პირებმა რესპუბლიკის მოედნიდან ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე გადაინაცვლეს და შობის დღესასწაული მოქალაქეებს ლოცვა-კურთხევითა და გალობით მიულოცეს. 

დღეს მოქალაქეებთან ერთად, რესპუბლიკის მოედანზე ხელისუფლების წარმომადგენლებიც მივიდნენ. პოლიტიკოსებმა ადგილზე როგორც მოხუცებს, ისე ბავშვებს საჭირო ნივთები და ტკბილეული მიუტანეს.

ალილო დედაქალაქის მსგავსად, რეგიონებშიც ადამიანების მინიმალური ჩართულობით გაიმართა. განსხვავებული იყო ქუთაისი, სადაც შობის მახარობელი ბავშვები და სასულიერო პირები ქალაქის ქუჩებში საშობაო საგალობლებით გავიდნენ.

დღის ამბები