20 ნოემბერი 2024,   13:24
ვრცლად
ოსკაროსანი მსახიობი სიდნი პუატიე გარდაიცვალა

ამერიკის კინოაკადემიის, ოქროს გლობუსის, BAFTA-სა და გრემის ჯილდოების მფლობელი ბაჰამელ-ამერიკელი მსახიობი სიდნი პუატიე 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ჰოლივუდის ვარსკვლავის გარდაცვალება გამოცემას ბაჰამის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრედ მიჩელის ოფისში დაუდასტურეს.

პუატიე წარმატებული მსახიობი, კინორეჟისორი, მწერალი, პატივსაცემი ჰუმანიტარი და დიპლომატი იყო. ის პირველი შავკანიანი მსახიობი იყო, რომელიც მამაკაცის საუკეთესო როლისთვის ოსკარით დაჯილდოვდა ფილმში "მინდვრის შროშნები" მონაწილეობისთვის 1963 წელს.

პუატიემ სწრაფად გაითქვა სახელი, როგორც საუკეთესო შავკანიანმა მსახიობმა ამერიკაში, შეასრულა როლები ისეთ განთქმულ ფილმებში, როგორიცაა "შუაღამის მცხუნვარება", "გამოიცანი ვინ მოდის ვახშამზე" და სხვა.

 

დღის ამბები