სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 160-მდე ოჯახს სახლი გადაეცემა. საცხოვრებელ ფართს ეკომიგრანტებს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო შეუსყიდის.
სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში სახლის შერჩევისთვის ერთთვიანი ვადა ეძლევათ. ბოლო ორი წლის მანძილზე სააგენტომ 600-ზე მეტი ოჯახი განასახლა.
"მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა 30 ათას ლარამდე გავზარდეთ. ეკომიგრანტები მთელი ქვეყნის მასშტაბით საკუთარი სურვილის შესაბამისად არჩევენ საცხოვრებელ სახლს," - ამბობს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი, ბესარიონ სიმონიშვილი.