აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთი უხეშად ერევა სხვა ქვეყნის საქმეებში და ცდილობს გავლენის ქვეშ მოაქციოს ყოფილი საბჭოთა ქვეყნები.
"რაც უკრაინაში ხდება, მხოლოდ უკრაინას არ ეხება. ეს მოსკოვის დესტაბილიზაციის სახიფათო და უფრო ფართო ნიმუშების ნაწილია. ის ცდილობს, შექმნას გავლენების სფერო, რომელიც მოიცავს ოდესღაც საბჭოთა გავლენების ქვეშ მოქცეულ ქვეყნებს.
გავიხსენოთ, რომ რუსეთი ბოლო წლების მანძილზე ორ მეზობელ ქვეყანაში შეიჭრა უკრაინასა და საქართველოში.
ის ერევა სხვა ქვეყნის საქმეებში, მათ შორის, ჩვენს საქმეებში. რუსეთი ქიმიურ იარაღს იყენებს!"-აცხადებს ბლინკენი.