ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ქარის გამო თვითმფრინავი ვერ დაეშვა. ბათუმი-სტამბოლის რეისმა ქალაქს რამდენიმე წრე დაარტყა, თუმცა დაფრენა ვერ შეძლო.
აეროპორტში კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა აცხადებენ, რომ აღნიშნული რეისი ტრაბზონის აეროპორტში დაეშვა.