Georgian Water and Power-ის განცხადებით, დღეს საბურთალოს რაიონში, მარშალ გელოვანის ქუჩა N6ა-თან წყალმომარაგების მილი ავარიულად დაზიანდა.
GWP-ის ცნობით, ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნკური ჯგუფი. სამუშაო პროცესს ართულებს მილის დაზიანებულ მონაკვეთზე სამშენებლო ნორმების დარღვევით დაშენებული შენობა-ნაგებობება. ამ დროისთვის დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
"აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 9 იანვარს 17:00 საათიდან 10 იანვრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
მთაწმინდის რაიონში: კაკაბაძეების, ქიაჩელის, გოგებაშვილის, ნიკოლაძის, ვარაზის ხევის, მელიქიშვილის, მედეა (მზია) ჯუღელის, შანიძის, პეტრიაშვილის, ლარსის, რუსთაველის, გუდიაშვილის, მთაწმინდის, ჭონქაძის, ლეონიძის, თაბუკაშვილის და მიმდებარე ქუჩებს. ოქროყანის დასახლებას;
მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს და ჩხეიძის ქუჩას.
ვაკის რაიონში: ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, აბაშიძის, ჟვანიას, არაყიშვილის, რამიშვილის, მოსაშვილის, ყიფშიძის, მცხეთის, კეკელიძის, ტაბიძის, ბარნოვის, ფალიაშვილის და მიმდებარე ქუჩებს.
საბურთალოს რაიონში: ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირის ნაწილს, ბახტრიონის, პეკინის, დოლიძის, იყალთოს მთის, კოსტავას, მგალობლიშვილის, ტაშკენტის, გაგარინის, შარტავას, კანდელაკის, ონიაშვილის, გელოვანის, ცინცაძის, თამარაშვილის და მიმდებარე ქუჩებს; საირმის გორას, ზემო ვეძისს.
როსტევანის, დიღმის წყლის, 13 ასურელის, ფარნავაზ მეფის და მიმდებარე ქუჩებს;
კრწანისის რაიონში: პუშკინის, ასათიანის, გორგასლის, ორთაჭალის და მიმდებარე ქუჩებს.
მისამართების სრული ჩამონათვალი: https://bit.ly/3zH1vtB
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.