250 000 დოლარიანი დაფინანსება ამერიკის პრესტიჟულ უნივერსიტეტში - კომაროვის სკოლის მეთორმეტე კლასელი ლაშა შამუგია პრისტონის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. უნივერსიტეტში, სადაც ლექციებს ალბერტ აინშტაინი კითხულობდა და რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები სწავლობდნენ.
წარმატებული ქართველი მოსწავლე სწავლის გაგრძელებას აეროკოსმოსური და მექანიკური ინჟინერიის მიმართულებით გეგმავს.
პრისტონში ლაშას უკვე ელოდებიან, თუმცა ის კიდევ რამდენიმე უნივერსიტეტის პასუხის მოლოდინშია. ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი რომელს შეარჩევს, მაგრამ ის, რაც ზუსტად იცის, არის კოსმოსური ოდისეა, მოგზაურობა პლანეტებს შორის თავისივე ინჟინერიით შექმნილი ხომალდით.