20 ნოემბერი 2024,   13:38
ვრცლად
როგორია მწვანე პასპორტის ზონად ქცეული ბიზნესის თვენახევრიანი ცხოვრება - 41-ე დღე მწვანე საშვის ამოქმედებიდან

როგორია მწვანე პასპორტის ზონად ქცეული ბიზნესის თვენახევრიანი ცხოვრება. 41- ე დღეა მწვანე საშვი მოქმედებს. ვაქცინაციის ტემპი გაიზარდა, თუმცა არა ისე, როგორც სპეციალისტებს სურთ. მათი ინფორმაციით ქვეყანაში დაახლოებით მილიონი ადამიანია, ვინც არც აცრილია და არც ინფექცია აქვს გადატანილი.  დიდი რესტორნების ნაწილი თბილისში მომხმარებელთა დაახლოებით 30 პროცენტიან შემცირებაზე საუბრობს.

"რესტორატორთა ასოციაციაში" განმარტავენ, რომ რეგიონებში კლება კიდევ უფრო დიდია. 

რესტორნების მფლობელების ნაწილს მიაჩნიათ, რომ სარესტორნო ბიზნესს რესურსი ამოეწურა და სფეროს სახელმწიფოს მხრიდან შეღავათები სჭირდება.

სარესტორნო ბიზნესის მსგავსად მწვანე პასპორტის ზონად იქცა სასტუმროები. რა ხდება სასტუმრო ბიზნესში, როგორი წელი ჰქონდა სექტორს, რა გავლენა მოახდინა მწვანე საშვმა და რა მოლოდინი აქვს ბიზნესს? თემები ბიზნეს რუბრიკაში  საქართველოს სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა განიხილა. 

დღის ამბები