20 ნოემბერი 2024,   13:38
ვრცლად
საპროსტეტო აქცია დიდ დიღომში - ადგილობრივებმა  საცხოვრებელ კორპუსებს შორის მიმდინარე მშენებლობა გააპროტესტეს

საპროსტეტო აქცია დიდ დიღომში - თავდადებულის 14 ნომერში შეკრებილებმა, საცხოვრებელ კორპუსებს შორის მიმდინარე მშენებლობა გააპროტესტეს.

ადგილობრივები სამშენებლო სამუშაოების შეწყვეტას და ადგილმონაცვლეობას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული აქციებით იმუქრებიან. აქციის მონაწილეებმა სარჩელით სასამართლოსაც მიმართეს.

თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტის გიორგი გაბედაშვილის თქმით, მშენებლობის ნებართვა არის გაცემული 28 დეკემბერს. გამომდინარე აქედან, სამშენებლო კომპანიას აქვს მშენებლობის წარმოების უფლება, თუმცა მერიის მხრიდან მოხდება ზედამხედველობა, რომ არ დაირღვეს პროექტი. 

დღის ამბები