კრიპტოინვესტორთა შორის ყველაზე მდიდარი ადამიანი ჩანპენ ჩჟაო გახდა - ის მსოფლიო წამყვანი ბლოკჩეინ ეკო-სისტემისა და კრიპტობირჟის Binance დამფუძნებელია და მისი ქონება 96 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული.
თუმცა, შესაძლოა ბიზნესმენი ჩჟაო კიდევ უფრო მეტად მდიდარი იყოს - მისი პირადი კრიპტოაქტივების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. მისი ფირმის, Binance-ის საკუთრებრივი ტოკენი 2021 წელს დაახლოებით 1300%-ით გაიზარდა.