20 ნოემბერი 2024,   13:20
ვრცლად
მოსახლეობაზე დიდი გავლენა იქონია ფასების ზრდამ, რომელიც მომდევნო წელს დარეგულირდება - ვახტანგ ჭარაია

ეკონომისტები ინფლაციის მაჩვენებლის გაუმჯობესებას 2022 წლის ბოლომდე ელოდებიან. სპეციალისტები ფასების რეკორდულ ზრდას პანდემიისგან გამოწვეულ პრობლემებს უკავშირებენ.

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია აცხადებს, რომ ინფლაცია გლობალური პრობლემაა და ბევრ ქვეყანას შეუქმნა დისკომფორტი. 

"შეიძლება ითქვას, რომ წელი საკმაოდ წარმატებული იყო. მოსახლეობაზე მაინც დიდი გავლენა იქონია ფასების ზრდამ, რომელიც მომდევნო წელს დარეგულირდება. ინფლაცია საკმაოდ მტკივნეული იყო სხვა ქვეყნებისთვისაც, ეს გლობალური პრობლემაა. გამოჯანსაღების კუთხით კი, საქართველოს გარკვეული პროგრესი მაინც ჰქონდა,"- აცხადებს ჭარაია. 

დღის ამბები