თბილისში, ავლაბრის დასახლებაში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" თბილისის მერიაში დაუდასტურეს.
როგორც მერიაში აცხადებენ, შენობა ავარიული იყო და მოსახლეობა წინასწარ ქირით გადაიყვანეს. ადგილზე მხოლოდ 2 მოსახლე დარჩა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური.