"ომიკრონის" გამო რეკორდული სისწრაფით იზრდება დაინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოში. ამ მაჩვენებელმა უკვე 314 მილიონს გადააჭარბა.
გასულ დღე-ღამეში COVID -19-ის მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა შეერთებულ შტატებში, რაც მსოფლიოში დღიური ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ქვეყანაში მატულობს ჰოსპიტალიზებულთა რიცხვიც.
14 მილიონი ადგილობრივის ტესტირება დაიწყო ჩინეთის ქალაქ ტიანძინში.
ვირუსი დაუდასტურდა ბოლივიის ვიცე-პრეზიდენტსა და 6 მინისტრს.
კანადაში, კვებეკის პროვინციაში კი იმ პირებს, რომლებიც არ აიცრებიან ჯანდაცვის გადასახადი დაუწესდებათ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ თუ COVID -19-ით ინფიცირება ასეთი ტემპით გაგრძელდება, ორ თვეში ევროპის მოსახლეობის ნახევარზე მეტი შესაძლოა "ომიკრონის" შტამით დაინფიცირდეს.