20 ნოემბერი 2024,   13:22
ვრცლად
დედამიწას 1 კილომეტრის სიგანის ასტეროიდი უახლოვდება - მომდევნო 2 საუკუნის პროგნოზით, დედამიწასთან ყველაზე ახლოს ეს ასტეროიდი იქნება

18 იანვარს დედამიწას 1 კილომეტრის სიგანის ასტეროიდი "7482" მოუახლოვდება. CNN-ის ინფორმაციით, მომდევნო 2 საუკუნის პროგნოზის გათვალისწინებით, ჩვენს პლანეტასთან ყველაზე ახლოს სწორედ ეს ასტეროიდი იქნება.

ასტეროიდი, რომელიც 1994 წელსაა აღმოჩენილი, 76 192 კმ/სთ სიჩქარით იმოძრავებს. არავინ ვარაუდობს, რომ მოძრავი სხეული დედამიწას შეეჯახება. ეს მოვლენა  პლანეტასთან მოახლოების მანძილით არის გამორჩეული.

ასტეროიდი დედამიწისგან 1 609 344 კილომეტრის მოშორებით იქნება. ეს არ არის ყველაზე დიდი ასტეროიდი, რომელსაც დედამიწისთვის ჩაუვლია. ამ მხრივ, პირველობა ასტეროიდ 3122 Florence-ს ეკუთვნის. მისი სიგანე 9 კილომეტრს აღწევს და ბოლოს ჩვენს პლანეტას 2017 წლის 1-ელ სექტემბერს ჩაუარა.

 

 

 

 

დღის ამბები