სპორტსმენი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპატიო პრეზიდენტი და პედაგოგი - 83 წლის ასაკში ჯანო ბაგრატიონი გარდაიცვალა.
ჯანსუღ ბაგრატიონმა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი და ასევე საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი დაამთავრა.
ჯანო ბაგრატიონი იყო ხელბურთელი, მწვრთნელი, თამაშობდა თბილისის "ბურევესტნიკში";
1973-1984 წლებში მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ფიზაღზრდის კათედრის გამგედ; 1984-1987 წლებში თბილისის სპორტის კომიტეტის თავჯდომარე;
1987-1991 წლებში საქართველოს სახელმწიფო სპორტკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
1991-1993 წლებში საქართველოს სპორტისა და ტურიზმის სამინისტროში მინისტრის მოადგილე;
1993-1996 წლებში საქართველოს სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
1996-1998 წლებში საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი;
2004 წლიდან საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპატიო პრეზიდენტი. გამოქვეყნებული აქვს 18 სამეცნიერო მეთოდური ნაშრომი და ერთი მონოგრაფია.
ჯანო ბაგრატიონი იყო თბილისის საპატიო მოქალაქე, მიღებული ჰქონდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენი, იყო ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ორდენოსანი, ვახტანგ გორგასლის სახელობის ორდენის კავალერი.