20 ნოემბერი 2024,   13:36
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი ჯანო ბაგრატიონის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჯანო ბაგრატიონის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სპორტის საპატიო ოსტატის, ქართველი ხელბურთელის და საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, ჯანო ბაგრატიონის გარდაცვალების გამო.

ჯანო ბაგრატიონმა ცხოვრება ყველაზე საპატიო და საპასუხისმგებლო მისიას - თაობების აღზრდას მიუძღვნა, ასევე, აქტიურად მონაწილეობდა ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. მისი გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ქართული სპორტისთვის, საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის და ყველასთვის, ვისაც ბატონ ჯანოსთან პირადი და საქმიანი ურთიერთობის პატივი ხვდა წილად.

საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ ჯანო ბაგრატიონის ოჯახის წევრებს, ახლობლებს და მეგობრებს," - აღნიშნულია შალვა პაპუაშვილის სამძიმრის წერილში.

სპორტსმენი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპატიო პრეზიდენტი და პედაგოგი - 83 წლის ასაკში ჯანო ბაგრატიონი გარდაიცვალა.

დღის ამბები