20 მაისი 2024,   04:54
ვრცლად
ყაზახეთში ტერორიზმის საფრთხის "წითელი დონე" შემსუბუქდა და "ნარინჯისფერით" შეიცვალა

ყაზახეთის დედაქალაქში ხელისუფლების მიერ გამოცხადებული ტერორიზმის საფრთხის "წითელი დონე" შემსუბუქდა და "ნარინჯისფერით" შეიცვალა.

გრძელდება კოალიციური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ძალების ქვეყნიდან გასვლა. რუსული მედიის ინფორმაციით, სომეხმა, ტაჯიკმა და ყირგიზმა სამხედროებმა ალმათი დატოვეს და დისლოკაციის ადგილებს უბრუნდებიან. სამხედროების გაყვანის პროცესი 19 იანვარს უნდა დასრულდეს.

ყაზახეთის პროკურატურის ცნობით, იანვრის დასაწყისში მომხდარ არეულობებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის 500-მდე საქმეა აღძრული - მათ შორის ტერორიზმის, აჯანყებისა და მკვლელობის ბრალდებებით. 

დღის ამბები