20 მაისი 2024,   05:54
ვრცლად
"რუსეთი უკრაინაში ყალბი საბაბით შეჭრისთვის შესაბამის პირობებს ქმნის" - თეთრი სახლი 

"რუსეთი უკრაინაში ყალბი საბაბით შეჭრისთვის შესაბამის პირობებს ქმნის," - განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის თანახმად, რუსეთი საბოტაჟისა და საინფორმაციო ოპერაციების გზით ქვეყანაში შეჭრისა და უკრაინის დადანაშაულების საფუძველს ამზადებს.

სალვანის თქმით, ეს სცენარი მსოფლიომ 2014 წელსაც იხილა. შეერთებული შტატებში აცხადებენ, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაზე ნებისმიერ თავდასხმას შესაბამისი სანქციები მოჰყვება.

დღის ამბები