ევროპარლამენტის პრეზიდენტ დევიდ სასოლს დღეს რომში დაკრძალავენ.
დაკრძალვის ცერემონიალამდე, სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება, რომელსაც ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები, ურსულა ფონ დერ ლაიენი და შარლ მიშელიც დაესწრებიან.
იტალიელი პოლიტიკოსი სამშაბათს, 65 წლის ასაკში, რამდენიმეთვიანი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.