გაეროს სააგენტოების ჯგუფი განცხადებას ავრცელებს და სინანულს გამოთქვამს საქართველოში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ. განსაკუთრებულ შეშფოთებას გაერო გამოხატავს, გადაწყვეტილების დაჩქარებული წესით მიღების გამო და მიიჩნევს, რომ დამოუკიდებელი ორგანოს გაუქმება შემაშინებელი სიგნალია ადამიანის უფლებადამცველი ინსტიტუტებისთვის.
ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოითხოვოს შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტების მოსაზრება ამ გადაწყვეტილებების საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრის შესახებ.
ცნობისთვის, 13 იანვარს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ახალ კანონს, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, იქმნება სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.