კორონავირუსის ახალი აფეთქების გამო საქართველოში ღამის კლუბები ისევ იკეტება. ამჯერად ღამის გართობის ობიექტების ადმინისტრატორებმა აღნიშნული გადაწყვეტილება საკუთარი ნებით მიიღეს.
ახალმა შტამმა ყველაზე მეტად ახალ თაობას დაარტყა, ამიტომ ახალგაზრდების თავშეყრის ადგილები, გართობის ნაცვლად შესაძლოა მათი ჯანმრთელობისთვის საშიში იყოს.
ჯერჯერობით ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც ბიზნესი არ ელოდება სახელმწიფო რეგულაციებს და თავად უწესებს საკუთარ თავს შეზღუდვებს.
ღამის კლუბები ბოლო 2 წლის განმავლობაში სულ რამდენჯერმე გაიხსნა და ისიც საახალწლო დღეებში. როდის დაუბრუნდება ღამის ცხოვრება ჩვეულ რიტმს არავინ იცის და ეს მხოლოდ პანდემიაზეა დამოკიდებული.