20 მაისი 2024,   02:14
ვრცლად
მოსკოვში შეხვედრისას, თურქეთისა და სომხეთის სპეციალურმა წარმომადგენლებმა მოლაპარაკებები გამართეს

თურქეთისა და სომხეთის სპეციალურმა წარმომადგენლებმა მოლაპარაკებები გამართეს. შეხვედრა მოსკოვში გაიმართა. მხარეებს შორის დიალოგი, ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის მიზნით შედგა.

სომხეთის საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრამ კონსტრუქციულ ატმოსფეროში ჩაიარა, სადაც მხარეები მოლაპარაკებების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. მეორე შეხვედრის თარიღი და ადგილი დიპლომატიური არხებით განისაზღვრება.

დღის ამბები