"თბილისი ენერჯი" მოსახლეობას აფრთხილებს და უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს.
კომპანიის თქმით, დაუშვებელია გამათბობელი დამონტაჟებული იყოს მისაღებ ოთახში, ხოლო საკვამლე მილი გადიოდეს ლოჯში.
"უსაფრთხოების ერთ-ერთი დიდი დარღვევა, რაც კი ოდესმე გვინახავს, გამათბობელი დამონტაჟებულია მისაღებ ოთახში, ხოლო საკვამლე მილი გადის ლოჯში გთხოვთ, მიაქციეთ ყურადღება თქვენს სახლში დამონტაჟებულ გაზის დანადგარებს! არ გამოიყენოთ კუსტარული აკრძალული დანადგარები," - აღნიშნულია "თბილისი ენერჯის" განცხადებაში.