უამინდობა, დიდთოვლობა და შტორმი აჭარაში. უხვი ნალექის შედეგად რეგიონში გზებზე პრობლემები შეიქმნა. აჭარის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 1 მეტრს აღწევს, ადმინისტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზები ინტენსიურად იწმინდება.
ბათუმში კი, შტორმმა პრობლემები შექმნა სანაპირო ზოლზე, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე წყალმა გამოიტანა ქვიშა და ღორში. შესაბამისი სამსახურების მხრიდან აღნიშნული ტერიტორიის წმენადა უკვე მიმდინარეობს. ასევე დაზიანდა სანაპირო ინფრასტრუქტურა, დაზიანებულია კაფე-ბარების ნაწილი, რომელიც განთავსებულია უშუალოდ სანაპირო ზოლზე.
უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა მაღალმთიან აჭარაშიც, რამდენიმე სოფელს ამ დრომდე ელექტროენერგია შეზღუდულად მიეწოდებათ. ძირითადი პრობლემები შიდა სასოფლო გზებზეა, დიდთოვლობისა და შეზღუდული ხილვადობის გამო გაწმენდითი სამუშაოები შეფერხებით მიმდინარეობს. რაც შეეხება ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ გზას, ამ ეტაპზე გადაადგილება ნებადართულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებით.