27 აპრილი 2024,   02:10
ვრცლად
თოვა, ძლიერი ქარი და -20 გრადუსი ყინვა მთაში - უახლოესი 3 დღის ამინდის პროგნოზი ქვეყნის მასშტაბით

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ამინდის არახელსაყრელი პირობები: დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვნად დაკლება, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალმთაში ნისლი.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

აღმოსავლეთ საქართველოში დღეს, 16 იანვარს, +5 გრადუსია, ხვალ დღის განმავლობაში +4 გრადუსი, ღამე კი -9 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთის მთიან რეგიონებში ღამე -14 -15 გრადუსი იქნება, მაღალმთიანში კი, -18 -22 გრადუსი იქნება ღამის განმავლობაში. 

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, დღეს ტემპერატურა +6 გრადუსია, ხვალ დღის განმავლობაში +6, ღამე კი -3 გრადუსი. დასავლეთის მთიან რეგიონებში ღამე -12 -13 გრადუსია მოსალოდნელი, მაღალმთიანში კი -18 -20. 

დღის ამბები