20 ნოემბერი 2024,   13:26
ვრცლად
ანაზღაურება, დაზღვევა, სატრანსპორტო ხარჯები - ულტიმატუმის ვადა ამოიწურა და 400-მდე სოციალური მუშაკი გაიფიცა

ულტიმატუმის ვადა ამოიწურა და 400-მდე სოციალური მუშაკი გაიფიცა. სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები ხელფასის მომატებას ითხოვენ. გაფიცულები არასაკმარის ანაზღაურებასა და მძიმე სამუშაო პირობებზე საუბრობენ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები ამბობენ, რომ პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება.

სოციალური აგენტების გარდა გაფიცულები არიან სააგენტოს თანამშრომლები, როგორც თბილისში მომუშავე პირები, ასევე რეგიონებში დასაქმებულები. სამუშაო პროცესი კი დღეს დილიდან არის შეჩერებული. აქციის მონაწილეები მედიასთან აცხადებენ, რომ აქვთ 8 სხვადასხვა მოთხოვნა. მათ შორის, ყველაზე მთავარი არის ანაზღაურების 100%-იანი ზრდა და შრომითი ხელშეკრულების გადახედვა.

დღის ამბები