20 ნოემბერი 2024,   13:27
ვრცლად
დღის განმავლობაში შესაძლოა გვქონდეს ინფიცირების რამდენიმე ათეული ათასი შემთხვევა - ალექსანდრე გოგინავა

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტის, ალექსანდრე გოგინავას პროგნოზით, "ომიკრონის" გავრცელების გამო ყოველდღიური მაჩვენებელი ახლო მომავალში რეკორდულად გაიზრდება და შესაძლოა რამდენიმე ათეულ ათასს გაუტოლდეს.

სპეციალისტი მსგავს ეპიდთარებაზე ჯანდაცვის სექტორს გამოსავალსაც სთავაზობს.

"არის სხვადასხვა პროგნოზები კვლევებზე დაყრდნობით რომ დღის განმავლობაში გვქონდეს რამდენიმე ათეული ათასი შემთხვევა. როდესაც დღეში რამდენიმე ათეული ათასი შემთხვევა გვექნება, უნდა მოხდეს სწორი ტრიაჟი პაციენტების რომ მსუბუქ პაციენტებზე გადაიდოს გარკვეულწილად ტესტირება და მათი მართვა ბინაზეც შესაძლებელია ყოველგვარი სამედიცინო ჩარევის გარეშე. ხოლო ადამიანებს, ვისაც არ აქვთ ჩატარებული ვაქცინაცია ან აქვთ სხვადასხვა ფონური დაავადებები, მათი ტესტირება უნდა მოხდეს. სხვა შემთხვევაში შესაძლოა შეიქმნას ქაოსური მდგომარეობა, როდესაც მძიმე პაციენტების დროული გამოვლენა ვერ მოხდება და გაგვეზრდება ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც და ლეტალობაც," - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

დღის ამბები