20 ნოემბერი 2024,   13:23
ვრცლად
პრეზიდენტს ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატთა სია პარლამენტისთვის ამ დრომდე არ წარუდგენია - ზურაბიშვილს ვადა კვირის ბოლოს ეწურება

პრეზიდენტს ამ დრომდე არ წარუდგენია პარლამენტისთვის ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატთა სია. კანონმდებლობის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილს ვადა კვირის ბოლომდე აქვს. ცესკოს თავმჯდომარის ვაკანტურ პოზიციაზე 3 კანდიდატურა განიხილება - მათ შორის არის მოქმედი თავმჯდომარეც. ცესკოს თავმჯდომარის სამართლიანად არჩევის მნიშვნელობაზე საუბრობს ოპოზიცია.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ პროცესი საკანონმდებლო ორგანოში აუცილებლად გამჭვირვალედ ჩაივლის.

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის გრიგოლ გეგელიას თქმით, მნიშვნელოვანია ცესკოს თავმჯდომარე, იყოს პროფესიონალი და კეთილსინდისიერი.

"ჩვენი ვალია, რომ ამ უაღრესად მნიშვნელოვანი უწყების ხელმძღვანელი იყოს ძალიან სწორი, კეთილსინდისიერი და პროფესიონალი ადამიანი. ცესკო ნებისმიერ სახელმწიფოში არის მნიშვნელოვანი ინსტიტუცია, თუმცა ისეთ სახელმწიფოში, სადაც პერმანენტულად,უწყვეტად გვიწევს ყოფნა არჩევნების ჩატარების თვალსაზრისით, ასეთ პირობებში ორმაგად მნიშვნელოვანი ცესკოს მართავდეს ძალიან სწორი პიროვნება თავისი კეთილსინდისიერებით და კომპეტენციით,"-აცხადებს გრიგოლ გეგელია. 

არც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ პროცესი გამჭვირვალედ წარიმართება.

"პროცესი არის საკმაოდ გამჭირვალე. კომიტეტზე წარმოდგენილი იქნებიან კანდიდატები, იქნება შეკითხვები და პასუხები. გამომდინარე აქედან თითოეული დეპუტატი ჩამოვყალიბდებით, რომელ კანდიდატთან დაკავშირებით გვექნება პოზიტიური პოზიცია. იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია მოინდომებს ხელოვნურად დაბრკოლებას ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია , რომ ხელახლა ვუყაროთ კენჭი კანდიდატებს და 76 ხმით ავირჩიოთ, როგოც თავმჯდომარე ისე ცესკოს წევრები,"-აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები