20 ნოემბერი 2024,   13:18
ვრცლად
რა შეიძლება მოჰყვეს სხვის პოსტზე მიწერილ "უწყინარ" კომენტარს  - უპრეცედენტო შემთხვევა საქართველოში - სასამართლო Facebook-ზე დაწყებულ დავას განიხილავს

ცილისწამება და უპრეცენდენტო დავა საქართველოში Youtube-სა და Facebook-ზე - თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე, რომელიც სოციალურ მედიაში დავას ეხება - წარმოებაში მიიღო. 

ადვოკატი სერგო ჯორბენაძე დეტალურად ხსნის თუ რას ეხება საქმე და როგორ შეუძლია ცილისმწამებლური განცხადების გამო, მოსარჩელეს სასამართლოში იმოქმედოს, ასევე რა ვალდებულებები და პასუხოსმგებლობა დაგვეკისრება მაშინ, თუკი სოციალურ სივრცეში, სხვუს მიერ გამოქვეყნებული პოსტის გამო,  ჩვენი უფლებები დაირღვევა:

"Youtube-სა და Facebook-ზე, მოქალაქის მიერ განთავსდა ცილისმწამებლური პოსტი, რომელთაც ამ პირის არაქონებრივი უფლებები შეილახა. შესაბამისად, პირის მიმართავს სასამართლოს და მოითხოვს ცილისმწამებლური პოსტის უარყოფას - კერძოდ, ამ უარყოფის პოსტის გასაჯაროება. ასევე იმ პოსტის წაშლა, რომლითაც თავდაპირველად პირის უფლებები შეილახა და ასევე, დამეგობრებული პირების 30%-ზე მეტის წაშლის დაუშვებლობა. ეს ეხება მას ვის წინააღმდეგაც სარჩელი იქნება შეტანილი. ეს საქმე პრეცედენტულია საქართველოს რეალობისთვის, ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში ამგვარი სასარჩელე მოთხოვნები არ ყოფილა. სასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღო, რაც ნიშნავს, რომ ფორმალური ეტაპი უკვე გავლილია,"- აცხადებს ადვოკატი სერგო ჯორბენაძე. 

როდის სცდება ცილისმწამებლური გამონათქვამები გამოხატვის თავისუფლებას? რა ვალდებულებები აქვთ ჟურნალისტებს, როდესაც ისინი მასალაზე მუშაობენ? ამ თემებზე, ასოცირებულმა პროფესორმა, თამარ კერძაიამ "რუსთავის 2-ის" გადაცემა "დილა მშვიდობისა საქართველოში" ისაუბრა. 

"ჩვენ, ჩვენივე სოციალურ ქსელში საჯარო ინფორმაციის გავრცელება შეგვიძლია, თუმცა ჩვენ არ გვეკისრება პასუხისმგებლობა ისეთი საჯარო განცხადების დროს, როდესაც ჩვენს პერსონალურ მოსაზრებას გამოვთქვამთ. ანუ ისეთ მოსაზრებას, რომელიც არავითარ ობიექტურ კრიტერიუმს არ ეფუძნება. მაგრამ, პასუხისმგებლობა გვეკისრება ისეთ შემთხვევაში, თუკი ჩვენი განცხადება ფაქტებს შეიცავს, რომელიც მცდარი აღმოჩნდება და ამით ზიანი მიადგება სხვას -ასეთ დროს კი, ის ვინც ზიანს მიაყენებს არასწორი ინფორმაციის გამო სხვა პირს, სწორედ ის ხდება პასუხისმგებელი. ასე ხდება სხვისი პოსტის დაბლა დაწერილი კომენტარის შემთხვევაშიც. 

არსებობს გამონაკლისები და ცილისწამებისთვის პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ პირებს - პოლიტიკური დებატების დროს და  სასამართლო პროცესზე. ასევე გამონაკლისია, როდესაც პირმა არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა, რომ ცილისწამებას ავრცელებდა. 

- რაც შეეხება მედიას - ჟურნალისტს არ ევალება 100%-ით გადაამოწმოს ინფორმაცია, რომელსაც ავრცელებს. ეს ვალდებულება რომ იყოს, ფაქტობრივად, ვერ გავრცელდებოდა ვერაფერი. თუმცა, მედიას გააჩნია გონივრულ ფარგლებში ინფორმაციის გადამოწმების ვალდებულება. უნდა ირკვეოდეს, რომ ჟურნალისტმა მიიღო ყველა ზომა, რომ ინფორმაცის გადასამოწმებლად. 

რაც შეეხებათ საჯარო და კერძო პირებს, კერძო პირისგან განსხვავებით, ძალიან ფართოა საჯარო პირის ფარგლები. ანუ, კერძო პირებს საჯარო პირების კრიტიკის უფრო შეუძლიათ ვიდრე კერძო პირების, ვინაიდან საჯარო პირები თმენის ვალდებულებით სარგებლობენ,"- განმარტა თამარ კერძაიამ

https://www.facebook.com/GoodMorningGeorgia/videos/323151219716522

დღის ამბები