20 ნოემბერი 2024,   13:38
ვრცლად
ვისაც არ უდასტურდება ტესტით კოვიდი, ეს ადამიანები აღრიცხვაზე არ არიან და ეს გადასახედია - ალექსანდრე გოგინავა

კორონავირუსის ახალ შტამზე ბევრი არაფერია ცნობილი, ჯერჯერობით, საკმარისი კვლევები არ არის ჩატარებული იმის დასადგენად, თუ რა გართულებები შეიძლება მან გამოიწვიოს კლინიკური, ან ეპიდემიოლოგიური კუთხით. მიუხედავად ამისა, ექიმები უკვე საუბრობენ გარკვეული სიმპტომების შესახებ, რომელიც ომიკრონ შტამს სხვა შტამებისაგან განასხვავებს და რომელთა დაფიქსირების შემთხვევაშიც, პირველ რიგში, ეჭვი სწორედ ამ შტამზე უნდა მივიტანოთ.

რა ახასიათებს ომიკრონის შტამს და რატომ არ აფიქსირებს ხშირად ტესტი დადებითობას?

"სამუშაო ძალიან ბევრია, ტესტსსისტემებს სჭირდება განახლება. ომიკრონი ცოტა განსხვავებული ვირუსია და შეიცვალა ბუნება, ამიტომ ძველი ტესტსისტემები, შესაძლოა, იმდენად ეფექტურად ვერ იჭერდეს მას. ამ კუთხით მსოფლიოში მიმდინარეობს მუშაობა, რომ შექმნან ახალი ტესტსისტემები. მიმდინარეობს მუშაობა, რომ შეიქმნას მაღალი მგრძნობელობით ტესტი, რომელიც ამოიცნობს ომიკრონს

ომიკრონის დროს გამოხატულია ყელის ტკივილი, სურდო, შემცივნება - ეს თუ გვაქვს, უნდა მივაქციოთ ყურადღება.

სამწუხაროდ, ვისაც არ უდასტურდება ტესტით ომიკრონი, ან კოვიდი [სხვა შტამები], ეს ადამიანები აღრიცხვაზე არ არიან და ეს გადასახედია. შეიძლება, ტესტმა არ აღიქვას, ან ბევრი შემთხვევაა და ყველა ვერც იკეთებს ტესტს. შეიძლება, ასეთ ადამიანებს, ვისაც სიმპტომი აქვს და არ უდასტურდება, სჭირდებოდეთ ექიმის დასკვნები, ან დახმარება, რითაც ვერ სარგებლობენ. 

აქედან გამომდინარე, ამ კუთხით არის სამუშაო, რომ ასეთ ადამიანებს, ვისაც კოვიდის სიმპტომები აქვთ და ტესტით არ უდასტურდებათ, უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, ისარგებლონ ექიმთან კონსულტაციებით, როგორც ეს კოვიდის შემთხვევაშია,"-აცხადებს ალექსანდრე გოგინავა. 

დღის ამბები