20 ნოემბერი 2024,   13:25
ვრცლად
საქართველოში თოვლი, ქარი და ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

აღმოსავლეთ საქართველოში 19-21 იანვარს უმეტეს რაიონში თოვლია მოსალოდნელი, ზოგან ძლიერი. სინოპტიკოსები ღამით ძლიერ ყინვებს პროგნოზირებენ. ტემპერატურა ღამით -8 გრადუსამდე დაიწევს. დღე კი +9 გრადუსამდე გათბება.  მოსალოდნელია  დასავლეთის ქარი 17-22 მ/წმ, ხოლო 20 იანვარს ქარი 20-25 მ/წმ-მდე გაძლიერდება.

თოვლი და ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი 19-21 იანვრის პერიოდში აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. ტემპერატურა -14 გრადუსამდე დაეცემა.

დასავლეთ საქართველოშიც თოვლია მოსალოდნელი, ბარში უახლოესი 3 დღის განმავლობაში ღამით მოსალოდნელია ყინვა, დღე კი ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება. იქროლებს დასავლეთის ქარი 17-22 მ/წმ. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებს, აქ მომდევნო დღეებში ძლიერი ყინვა და თოვლია მოსალოდნელი.

meteo.gov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თბილისში 19 იანვარს თოვლჭყაპი და ჩრდილო-დასავლეთის ქარია მოსალოდნელი 17-22 მ/წმ.  19 იანვარს ღამით -3 გრადუსს ყინვას ელოდებიან. 20 იანვარს დედაქალაქში მცირე თოვლი და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი 20-25მ/წმ. 21 იანვარს ღამით ტემპერატურა -5-მდე დაიწევს. ჰაერი დღის განმავლობაში +6 გრადუსამდე გათბება. 21 იანვარი დედაქალაქში უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 17-22 მ/წმ. 

დღის ამბები