დღეს ნათლისღებაა. მართლმადიდებლებისთვის ის ერთ-ერთია თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის. ამ დღეს ყველა მოქმედ ტაძარში წყალკურთხევა, ანუ დიდი აიაზმა აღესრულება. მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეეძლებათ.
პანდემიის გამო უკვე მეორე წელია ამ დღეს ვერ ტარდება საყოველთაო ნათლობის ცერემონია. ამავე მიზეზით, წელს კვლავ ვერ შესრულდა ბათუმში ტრადიციული, მასშტაბური წყლის კურთხევის რიტუალი. თუმცა, ცალკეულმა მორწმუნეებმა ნათლისღების დღესასწაული გვიან ღამით ზღვაში შესვლით მაინც აღნიშნეს.