გუდაურში, ტურიზმის სექტორში დასაქმებული ხელმძღვანელი პირებისათვის, ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
სასტუმროების მენეჯერებს ადგილობრივი ხელისუფლებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციებისა და თვითიზოლაციის ვადებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მიაწოდეს.
ხოლო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ყველას კორონავირუსზე დროული ტესტირებისკენ და წესების სათანადოდ დაცვისკენ მოუწოდეს. შეხვედრის ფარგლებში, მონაწილე მხარეებმა, კურორტზე შექმნილი ეპიდსიტუაცია და ამ კუთხით არსებული საჭიროებებიც მიმოიხილეს.მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ანალოგიური სახის საინფორმაციო კამპანია მომავალშიც გაგრძელდება .