დღეს ნათლისღებაა, ყველა მოქმედ ტაძარში წყალკურთხევა ანუ დიდი აიაზმა აღესრულება. ნათლისღება ერთ-ერთია თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის. პანდემიის გამო უკვე მეორე წელია ამ დღეს ვერ ტარდება საყოველთაო ნათლობის ცერემონია. თუმცა ცალკეულმა მორწმუნეებმა ნათლისღების დღესასწაული ზღვაში შესვლით მაინც აღნიშნეს. სადღესასწაულო ცერემონია იმართება სამების საკათედრო ტაძარში.
არქიმანდრიტი, სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური იოვანე (მჭედლიშვილის) თქმით, ყველა მოქმედ ტაძარში არევლინება წირვა-ლოცვა.
"ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება საზეიმო წირვა-ლოცვა. ილია მეორე აღავლენს სამების საკათედრო ტაძარში წირვას. წირვის შემდეგ იქნება დიდი აიაზმა, სახარების მიხედვით ვიცით, რომ ამ დღეს უფალმა მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლისგან ნათელი იღო, გაცხადდა ყოვლად წმინდა სამება, სული წმინდა მტრედის სახით გარდამოევლინდა და გაცხადდა უფლის სიტყვები. "ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ, მაგისი ისმინეთ","- განმარტავს არქიმანდრიტი იოვანე (მჭედლიშვილი)