20 ნოემბერი 2024,   13:37
ვრცლად
მიტროპოლიტი ნიკოლოზი სახელმწიფოს სთავაზობს, სააკაშვილი შინაპატიმრობაში მის ეპარქიაში გადაიყვანონ

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ინიციატივით გამოდის, მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი შინაპატიმრობაში იყოს, რისთვისაც საკუთარ ეპარქიას გამოყოფს.

მიტროპოლიტი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი მის წინადადებას დათანხმდება.

"მე, პირველ რიგში, ვითარებიდან გამოსავალს სახელმწიფოს ვთავაზობ. კარგი იქნება, თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტი შინაპატიმრობაში იყოს. ჩემი აზრით, მოსახერხებელი იქნება, რომ ის არ იყოს თავის სახლში თბილისში, ამიტომ ჩემი ეპარქია შევთავაზე. თუ მოეწონება სახელმწიფოს ეს ინიციატივა, ჩამობრძანდებიან ალბათ, ადგილს შეარჩევენ, მე შუამავალი ვიქნები სახელმწიფოსა და მეორე მხარეს შორის. მე მასთან მისაუბრია და ვიცი, რომ სავარაუდოდ, წინააღმდეგი არ იქნება. მე მზად ვარ, თუ ხელისუფლება ისურვებს ვითანამშრომლებ, ყველანაირ პირობას შევქმნი ეპარქიაში," - ამბობს მიტროპოლიტი.

დღის ამბები