საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით გამართული წირვის შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა, რომ ნათლისღება იმდენად დიდი დღესასწაულია, რომ ყოველი ადამიანი უნდა ეზიაროს ამ მადლს.
"ნათლისღება არის იმდენად დიდი დღესასწაული, რომ ყოველი ადამიანი უნდა ეზიაროს ამ მადლს. ეს მადლი უნდა მიიღოს ყოველმა ადამიანმა, წმინდა სამების დღესასწაულია, ხმა უფლისა, მადლი უფლისგან უნდა მოვიდეს, ეს მადლი იცავს ყველა ადამიანს ხილული და უხილავი მტრისგან. მრავალი განსაცდელი არის ადამიანის წინაშე, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი იცავს ყოველ ადამიანს ამ განსაცდელისგან. ჩვენ მოხარული ვართ, რომ წირვას დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი,"-განაცხადა ილია მეორემ.