თბილისში დიღმის მასივში "ფარმადეპოს" ერთ-ერთ აფთიაქში ხანძარი და ძლიერი დაკვამლიანება იყო.
ამის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი2-ს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაუდასტურა.
უწყების ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო ბრიგადა, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. არსებული ინფორმაციით ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.