20 ნოემბერი 2024,   13:33
ვრცლად
ომიკრონმა პანდემიის საწყის პერიოდში დაგვაბრუნა, აცრილიც, გადატანილიც, მოწყვლადი გავხდით -ბიძინა კულუმბეგოვი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

ბოლო 24 საათში 6351 ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა. ეპიდემიოლოგთა პროგნოზით, დაინფიცირებულთა რაოდენობის კლება ქვეყანაში მხოლოდ თებერვლის ბოლოსთვის დაიწყება.მანამდე კი, დღეში ახლად დაავადებულთა რაოდენობა ათობით ათასს მიაღწევს. ექიმები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მკვეთრად იმატა რეინფიცირების შემთხვევებმა.

როგორც ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, ახალი ომიკრონ ვარიანტი ყველას შეიძლება შეხვდეს, აცრილსაც და გადატანილი ვირუსის მქონე ადამიანსაც, თუმცა ვაქცინირებულებისთვის და მითუფრო მათთვის, ვისაც ბუსტერ დოზა აქვს გაკეთებული, ომიკრონს ბევრად მარტივად გადაიტანენ. 

"უნდა გააცნობიეროს საზოგადოების ყველა წევრმა, რომ ომიკრონმა პანდემიის საწყის პერიოდში დაგვაბრუნა, აცრილიც, გადატანილიც, მოწყვლადი გავხდით ახალი ინფექციის მიღების მიმართ. ამიტომ დიდი არეალი გაუჩნდა ომიკრონს და პოპულაციის დიდი ნაწილი ისევ, არის მიმღები და მოწყვლადი ამ ინფექციის. ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს ყველას გვინდა ინფექცია გადავიდეს პანდემიიდან ენდემურ ფაზაში, მაგრამ ენდემური ფაზა არ ნიშნავს, რომ ინფექცია არ იქნება დამაზიანებელი ადამიანებისთვის. ენდემური არის შიდსი, მალარია, მაგრამ ის მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს იწირავს ყოველწლიურად,"-აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი

მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის სამედიცინო დაწესებულებების გაზრდა, მედიკოსების რაოდენობასთან ერთად, რათა კონსულტაცია გაეწიოს ყველა პაციენტს.

"შესაძლებელია, ჩვენ პაციენტების იმდენად იდი რაოდენობა გვქონდეს, რომ გარკვეული პრობლემები შეიქმნას ადამიანების კონსულტირებაში, მართვაში, დიაგნოსტიკაში. ეს არის ძირითადად პირველადი ჯანდაცვის რგოლის პრეროგატივა და ალბათ, ომიკრონის გავრცელების პირველი დარტყმა იქნება პირველად ჯანდაცვაზე,"-აცხადებს ივანე ჩხაიძე. 

დღის ამბები