ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი ბერლინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის დირექტორს და წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრა მადრიდში მიმდინარე საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში გაიმართა და ITB Berlin-ზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაწილეობასთან დაკავშირებით ტექნიკური საკითხები განიხილეს.
წელს საქართველო ბერლინის გამოფენის პარტნიორია კულტურული მიმართულებით, ხოლო 2023 წელს გერმანიაში, ბერლინში ITB Berlin-ის გამოფენაზე საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება.
"დღეს ჩვენ განვიხილეთ ITB Berlin-სა და საქართველოს შორის პარტნიორობის საკითხი როგორც 2022 წელს მარტში დაგეგმილი გამოფენის შესახებ, ასევე 2023 წლის გეგმები. ძალიან ვამაყობთ, რომ საქართველო ბერლინის გამოფენის მასპინძელი ქვეყანა იქნება 2023 წელს და კულტურის მიმართულებით პარტნიორი 2022 წელს. საქართველოს ტურისტული მიმართულებით უამრავი საიდუმლოება აქვს, რომელიც ჯერ კიდევ აღმოსაჩენია საერთაშორისო მასშტაბით. ITB Berlin-ზე 10 ათასი კომპანიაა წარმოდგენილი და მთელ მსოფლიოში 17 მილიონ ტურისტულ პროფესიონალს აქვს წვდომა. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს ვეხმარებით ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციაში," - განაცხადა ”ITB Berlin”-ის გამოფენის დირექტორმა დევიდ რუციმ.