20 ნოემბერი 2024,   13:17
ვრცლად
ინტენსიური თოვა აჭარაში - მაღალმთიან სოფლებში უხმა ნალექმა პრობლემები შექმნა

ბათუმში დილიდან ინტენსიურად თოვს, თოვლის საფარი 15-17 სანტიმეტრს აღწევს. ქალაქის მასშტაბით საავტომობილო მოძრაობა შეზღუდული არ არის, პერიოდულად სპეციალური ტექნიკით იწმინდება გზის სავალი ნაწილები. აქტიურად იწმინდება ზღვაში შემავალი სანიაღვრე არხები.

"24 საათიან რეჟიმში მუნიციპალური სამსახურები მუშაობენ როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში და საგზაო წმენდის სამუშაოებში, ასევე საფეხმავლო ბილიკებზეც მიმდინარეობს წმენდა.

ეს გაგრძელდება 24 საათიან რეჟიმში, ასევე ზღვაზე გამსვლელი არხების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, სრულად მობილიზებულია დაახლოებით 30-მდე ტექნიკური საშუალება," - ამბობს ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი.

ინტენსიური თოვის გამო,  აჭარის მაღალმთიან სოფლებში პრობლემებია გზებზე, თოვლის საფარი ორ მეტრს აღწევს, ჩაკეტილია შიდა სასოფლო გზები. აქტიურ გაწმენდით სამუშაოებს ხილვადობის პრობლემა აფერხებს. რამდენიმე სოფელში ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდული იყო. 

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი მოსახლეობას მოუწოდებს, გადაადგილდნენ მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებით და შესაბამისი ზამთრის საბურავებით. 

დღის ამბები