23 მაისი 2022,   18:55
ვრცლად
გურიაში კვლავ დიდთოვლობას ებრძვიან - პრობლემებია ცენტრალურ და შიდა გზებზე, სოფლების ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია

გურიაში კვლავ დიდთოვლობას ებრძვიან.

მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალური ტექნიკა ინტენსიურად მუშაობს, გზების ბოლომდე გაწმენდა ჯერ ვერ მოხერხდა. პრობლემები რჩება, როგორც ცენტრალურ, ისე შიდა გზებზე.

ელექტროენერგია კვლავ არ მიეწოდება სოფლების ნაწილს, თუმცა კომპანია "ენერგოპრო ჯორჯიას" ტექნიკური სამსახური თოვლისგან გაწყვეტილი ელექტროძაბვის ხაზების აღდგენაზე კვლავ აქტიურად მუშაობს.

ამ ეტაპზე ვერ მოძრაობს ვერც საზოგადოებრივი ტრანსპორტი.   

დღის ამბები