კულტურის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია იმართება - ადგილზე შეკრებილები კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის პოლიტიკას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან, ადამიანებს განსხვავებული შეხედულებების გამო უსამართლოდ ათავისუფლებენ.
აქციაზე იმყოფებიან "ლელოსა" და "დროას" წარმომადგენლებიც.